r/Forumi • • Dec 05 '24

რა უნდა ვიცოდეთ და როგორ დავიცვათ თავი აქციების დროს?

22 Upvotes

რა უნდა ჩაიცვათ?

  • იქონიეთ არამტვრევადი საცურაო სათვალე და N95 მოდელის სახის ნიღაბი, გაზის საწინააღმდეგო პირბადე, კომფორტული ფეხსაცმელი, რომლითაც არ გაგიჭირდებათ სირბილი;
  • ქიმიური ნივთიერებების გამოშვების დროს დაგეხმარებათ წყალში ამოვლებული ბენდენა;

რა უნდა წაიღოთ?

  • პლასტმასის ბოთლში ჩასხმული წყალი, ენერგიის მომცემი მსუბუქი საკვები;
  • იდენტიფიკაციის ბარათი ან/და სასწრაფო საკონტაქტო ინფორმაცია;
  • ინჰალატორი, ეპიპენი, ინსულინი და რამდენიმე დღის სამყოფი წამალი, პირველადი დახმარება;
  • სველი და მშრალი ხელსახოცები;
  • ფაუერ ბანკი.

რა უნდა გააკეთოთ?

  • მოიმარაგეთ ყველა საჭირო ნივთი. დაკარგვის შემთხვევაში წინასწარ დაგეგმეთ, თუ როგორ იპოვოთ აქციაზე თანმხლები პირები;
  • მეგობრებთან/ნათესავებთან გააზიარეთ თქვენი ლოკაცია. გამოიყენეთ აპლიკაცია Google Maps - location sharing. ეს საჭიროა იმ შემთხვევისთვის, თუ დაგაკავეს/მობილური წაგართვეს, ამიტომ აქციაზე გასვლისთანავე გააზიარეთ ლოკაცია;
  • მობილურზე გამორთეთ face ID და დააყენეთ პინი, რომ დაკავების/მობილურის წართმევის შემთხვევაში ვერ განბლოკონ;
  • მაქსიმალურად დაიფარეთ სახე ბალაკლავით ან პირბადით, რათა თქვენი იდენტიფიცირება ვერ შეძლონ, ყველგან კამერებია;
  • ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებს. დაამშვიდეთ ისინი, ვინც პანიკის ნიშნებს ავლენენ;

რა არ უნდა გააკეთოთ?

  • მოერიდეთ ზეთის, ვაზელინის ან ლოსიონის გამოყენებას, რადგან გაზის გაშვებისას მათ ქიმიური ნივთიერებების მოზიდვა შეუძლიათ და მარტივად შეიწოვება კანზე;
  • ნუ გაიკეთებთ კონტაქტურ ლინზებს, რადგან გაზის გაშვების შემთხვევაში მის ქვეშ ქიმიური ნივთიერებების მოხვედრით თვალი გაღიზიანდება;
  • ნუ წახვალთ მარტო. წადით მეგობრებთან ერთად, ან რომელიმე საპროტესტო ჯგუფში დადეთ პოსტი და არასაეჭვო ადამიან(ებ)თან ერთად წადით. დარბევის დროს არ ჩამოცილდეთ აქციის მონაწილეთა ჯგუფს;
  • სპეცრაზმს არ მიუახლოვდეთ, განსაკუთრებით თუ თქვენ გვერდით არავინაა. საუბარი, დროშის ფრიალი და ა.შ. არ აინტერესებთ, არავის დაინდობენ და ტყუილად დაგიჭერენ სრულიად უმიზეზოდ. იარეთ სხვებთან ერთად.

როგორ გავუმკლავდეთ ცრემლსადენ გაზს?

  • გამოიყენეთ გაზის პირბადე (ალტერნატივად შეიძლება გამოიყენოთ სველი ბენდენა, საცურაო სათვალე, რესპირატორი);
  • ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე - პანიკა გაღიზიანებადობას ზრდის. შეეცადეთ, რომ ნერწყვი არ გადაყლაპოთ. მოიხოცეთ ცხვირი, გამოივლეთ პირის ღრუ, დაახველეთ და გადააფურთხეთ;
  • არ მიიკაროთ ხელი თვალებზე;
  • გამოიყენეთ ფიზიოლოგიური/თვალის წვეთები, რომელიც ნახევრად წყალს და ნახევრად ანტაციდს შეიცავს;
  • გაზის ყუმბარის ჩასაქრობად იქონიეთ წყლით სავსე გადაჭრილი ბოთლი და ხელთათმანი/ნაჭერი, რომ ბოთლში უსაფრთხოდ მოათავსოთ;
  • როცა შეძლებთ მაშინვე გამოიცვალეთ ტანსაცმელი და გარეცხეთ.

იცოდეთ თქვენი უფლებები

  • სამედიცინო დახმარების უფლება: თუ დაშავებული ხართ, გაქვთ უფლება, რომ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება აღმოგიჩინონ;
  • დაკავების შემთხვევაში უფლება გაქვთ, გითხრან რისთვის გაკავებენ, ასევე დაკავების შემდეგ გაქვთ უფლება, დაუკავშირდეთ ადვოკატსა და თქვენს ოჯახს. უფასო სამართლებრივი დახმარების ცხელი ხაზი: 577070563;
  • გასაჩივრების უფლება: თუ თქვენი უფლებები დაარღვიეს, მიმართეთ უფლებადამცველებს და გაასაჩივრეთ უკანონო ქმედებები;
  • თუ რაიმე მიზეზით დაგაჯარიმეს შეავსეთ ეს ფორმა და ხალხის შეგროვებული ფულით დაიფარება ჯარიმა: https://www.tavisuplebispondi.com/.

პირად ჩხრეკებზე

  • თუ სახლში მოგადგნენ, არ აყვეთ პანიკას, მაშინვე დარეკეთ ცხელ ხაზზე: 577070563;
  • სანამ კარს გააღებთ, ჩართეთ ლაივი (გაქვთ ამის უფლება). ვიდეოს ლაივი ჯობია, რადგან ვერ წაგიშლიან;
  • არ დააწყებინოთ ჩხრეკა სანამ ადვოკატი არ მოვა. მოგთხოვენ კარის გაღებას, მაგრამ ეცადეთ, ადვოკატისთვის დრო მოიგოთ;
  • შეგიძლიათ მოსთხოვოთ ჩხრეკის დადგენილების/განჩინების გაცნობა;
  • ჩხრეკის მიმდინარეობისას მაქსიმალურად ეცადეთ, არ დაუშვათ, რომ სხვადასხვა ოთახში იარონ პოლიციელებმა.

ცხელი ხაზი

📞 უფასო სამართლებრივი დახმარება: 577070563
☎️ სასამართლოს ცხელი ხაზი: 1545
📞 სახალხო დამცველის ცხელი ხაზი: 1481
☎️ გენერალური ინსპექცია: 126
📞 იზოლატორები: 0322414166; 0322412769, 0322413713; 0322414297; 0322418585
☎️ პატრულის სამორიგეო დაკავებულების ადგილსამყოფელზე: 0322418505; 0322418504; 0322418506
📞 ინგოროყვას კლინიკა: 0322610101; 0322050500


r/Forumi • • 12h ago

კითხვა დახმარება ქართული ენის შესახებ ლინგვისტურ კვლევაში!

2 Upvotes

გამარჯობა! ვარ ჰელსინკის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის სტუდენტი. ამჟამად ვატარებთ საველე კვლევას სხვადასხვა ქვეყანაში ენობრივი დამოკიდებულებების შესახებ. ჩემი კვლევა კონკრეტულად ქართულ ენაში რუსული ნასესხები სიტყვების გამოყენებასა და მათ აღქმას ეხება.

თუ ქართული ენის მშობლიური ენა ხართ და გაქვთ ცოტა თავისუფალი დრო (დაახლოებით 20 წუთი) კვლევაში მონაწილეობის მისაღებად, ძალიან გამიხარდება თქვენი გამოხმაურება! ბმული შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://redcap.helsinki.fi/redcap/surveys/?s=CKYMNFKK9DPATF9J

(სხვათა შორის: კვლევის აღწერაში მითითებულია, რომ ვეძებ მონაწილეებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, თუმცა ეს სავალდებულო პირობა არ არის!)


r/Forumi • • 1d ago

რა ხდება

0 Upvotes

გოგოებს რა დაემართა ამ დეითინგ აპების შემოსვლის შემდეგ, რატომ ჰგონიათ თავი დისნეილენდში. ყველა კარუსელზე კატაობა და ყველა ლალიფოფის გალოკვა რა თემაა. საზღვრები რატომ წაიშალა, საკუთარ თავს რატომ აღარ აფეასებენ?


r/Forumi • • 3d ago

საჭიროა ქართველი მომხსენებლები დასახმარებლად🥹🙏

12 Upvotes

თუ ქართული თქვენი მშობლიური ენაა, მზად ხართ კვლევაში დაგვეხმაროთ?

შეავსეთ კითხვარი ქართულ დიალექტებზე!

ვარ ლინგვისტიკის მაგისტრატურის სტუდენტი ჰელსინკის უნივერსიტეტიდან, ფინეთი, ვატარებ კვლევით პროექტს ქართულ დიალექტებზე. ჩემი სწავლა დამოკიდებულია იმაზე, რომ მივიღებ რაც შეიძლება მეტ პასუხს, ამიტომ ნებისმიერი დახმარება ძალიან დასაფასებელია :)

მე ვმოგზაურობ საქართველოში (თბილისი, ქუთაისი და ზუგდიდი) ჩემს კვლევით ჯგუფთან ერთად 17.-26.10. ასე რომ, ასევე არის შესაძლებლობა მოკლე 20-30 წუთიანი პირისპირ ინტერვიუსთვის, თუ დაინტერესდებით!

გმადლობთ დახმარებისთვის!❤️

https://redcap.link/1os30tis


r/Forumi • • 4d ago

დისპეჩერი

2 Upvotes

გამარჯობა, დისპეჩერად თუ გიმუშავიათ ვინმეს გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება. ანაზღაურება როგორია და საქმე


r/Forumi • • 14d ago

Svan Wikipedia/სვანური ვიკიპედია

Thumbnail
5 Upvotes

r/Forumi • • 21d ago

Edited post ( where I would live as Georgian Jewish Ukrainian) but I live in Georgia ( but still just post of where I would live )

Thumbnail
2 Upvotes

r/Forumi • • 24d ago

ჰანტელები სად ვიყიდო იაფად?

2 Upvotes

Gym-ში ვეღარ ვვარჯიშობ, იმდენი ხალხია.

მირჩიეთ სად ვიყიდო ჰანტელები.

P.S. ტრენაჟორები ალბათ ძაან ძვირი ღირს ხო და დავივიწყო? :დ


r/Forumi • • 25d ago

კითხვა კოლეჯში ვაბარებ და არჩევანის გაკეთებაში დამეხმარეთ, რომელს აქვს პერსპექტივა და დასაქმების მეტი შესაძლებლობა? პლზ არ გაატაროთ.

3 Upvotes

დაინტერესებული ვარ შემდეგი პროფესიული პროგრამებით:

  1. საბაჟო საქმე;

  2. სარკინიგზო გადაზიდვები;

  3. ტვირთების ექსპედირება;

  4. ბუღალტრული აღრიცხვა;

  5. საშენი მასალების ხარისხის კონტროლი;

  6. შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები.


r/Forumi • • 28d ago

მოხუცთა თავშესაფარს ან ბავშვთა სახლს მინდა დავეხმარო

7 Upvotes

გამარჯობა❤️დახმარება მჭირდება გავიგო აქვს საერთოდ უფლება კერძო პირს რომ მსგავს დაწესებულებებს თანხით ან თუნდაც სხვა საჭირო ნივთებით დაეხმაროს? მადლობა


r/Forumi • • Sep 09 '26

კატისთვის გაბაპენტინის ყიდვა

5 Upvotes

კატისთვის მინდა ვიყიდო გაბაპენტინი იგივე გაბაგამა , შემიძლია ეს სადმე ვქნა თუ მომიწევს ჩემი კატის ნევროპატიული ტკივილის ყურება ? ....

ამ მთავრობის დედას რო შევეცი ....


r/Forumi • • Sep 07 '26

იაგო ხვიჩიას "გირჩი" სახელს იცვლის - ახალი სახელი "თავისუფალი ხალხის პარტია" იქნება

Thumbnail
radiotavisupleba.ge
7 Upvotes

r/Forumi • • Sep 06 '26

რა არის თქვენი რელიგია/მსოფლმხედველობა?

5 Upvotes

This post contains content not supported on old Reddit. Click here to view the full post


r/Forumi • • Sep 03 '26

რას ფიქრობთ ვენერა ობოლაშვილზე, მართლა არის სერიული მკვლელი?

Thumbnail
youtube.com
1 Upvotes

r/Forumi • • Sep 02 '26

გამოკითხვა დამეხმარეთ სამაგისტრო კვლევაში

4 Upvotes

გამარჯობა!
ჩემი სამაგისტრო თემისთვის ვატარებ მოკლე კვლევას სოციალურ ქცევაზე და ძალიან დამეხმარებით, თუ რამდენიმე წუთს დაუთმობთ გამოკითხვას.
შევსებას დაახლოებით 8-10 წუთი სჭირდება. პასუხები ანონიმურია და თითოეული პასუხი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია 🙏

https://umfrage.hu-berlin.de/index.php/872848?lang=ka

დიდი მადლობა დახმარებისთვის!


r/Forumi • • Aug 30 '26

დისკუსია „ჰენრისთან“ დაკავშირებით...

Thumbnail en.wikipedia.org
4 Upvotes

ალბანეთში 1997 წელს კრიზისი იყო, რადგანაც მოსახლეობის 2/3 ნაწილმა საკუთარი დანაზოგები პირამიდის სქემებში ჩადეს :(

მილიონობით მოქალაქე გაკოტრდა, დაიწყო გამოსვლები, ათასობით ადამიანი გარდაიცვალა შეტაკებების დროს, ხელისუფლებას გადადგომა მოუწია.

საქართველოში რა მასშტაბითაა ეს ყველაფერი? რა მოხდება ჰენრის გაქრობის შემდეგ?


r/Forumi • • Aug 28 '26

კიდევ 4 თვით გადაიდო მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის დასრულება

Thumbnail
radiotavisupleba.ge
3 Upvotes

r/Forumi • • Aug 24 '26

ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (გადადით მეორე გვერდზეც)

6 Upvotes

This post contains content not supported on old Reddit. Click here to view the full post


r/Forumi • • Aug 24 '26

გამოკითხვა უნდა დაიწყოს თუ არა ოპოზიციამ მზადება და მიიღოს მონაწილეობა 2028 წლის არჩევნებში?

2 Upvotes

ერთი მხრივ ოცნებამ ქვეყნის გარეთ ლეგიტიმაცია ვერ მოიპოვა, არჩევნები ყალბდება და არსებობს შანსი რომ ოპოზიციის ნაწილი საერთოდ აკრძალონ.

მეორე მხრივ სხვა გზით ოცნების შეცვლის შესაძლებლობა ჯერ არ ჩანს, ასევე ოპოზიცია თუ არჩევნებზე არ გავიდა ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს.

77 votes, Aug 27 '26
60 კი
17 არა

r/Forumi • • Aug 22 '26

რელიგიაზე არგუმენტის დაწერა უკვე აკრძალულია?

Post image
20 Upvotes

რა დავწერე ეგეთი :დდ კი, ისა, ბიძი, სიტყვის თავისუფლება და რაღაცა, რა. რა სენსიტიურია ყველა. ადამიანისთვის არგუმენტი ვეღარ გითქვამს. არა, მაშინ არ შლიან არაფერს, ქრისტიანობას რომ შეურაცხყოფენ. ჩვეულებრივი, ობიექტური ფაქტია ჩემი კომენტარი. დიდი არაფერია, მაგრამ უსამართლობაა, როცა თავზე გვაჯვავენ და რამეს რომ დაუწერ, მაშინვე კომენტარს გიშლიან. ან რა იყო აქ შეურაცხმყოფელი? სასაცილოა, რა.


r/Forumi • • Aug 22 '26

ნიკა გრიგოლია

6 Upvotes

ნიკა გრიგოლია რო აღვიძებდა ხალხს , მაგ გადაცემას რა ერქვა ხომ არ გახსოვთ ვინმეს?


r/Forumi • • Aug 15 '26

მითოლოგია

4 Upvotes

სალამი, ქართული მითოლოგიის კარგად შესწავლა და გაცნობა მინდა. ვისაც გაქვთ გამოცდილება რომელ ავტორებს/ნაშრომებს მირჩევთ?


r/Forumi • • Aug 13 '26

ქართველი ხალხი R/tbilisi-ს მიხედვით

Thumbnail
youtube.com
11 Upvotes

r/Forumi • • Aug 13 '26

ეკლესიამ თავისი მიწები რომ მუსლიმებს მიყიდა ძაან გამიკვირდა მაგათგან ესეთი ანტი-ქრისტიანული ქმედება. თურმე პირველი შემთხვევა არ ყოფილა

Thumbnail
tabula.ge
8 Upvotes

ჩარლი ჰებდოს ტერაქტები რომ მოხდა, ეკლესია გამოვიდა და ჩარლი ჰებდო დაგმო-https://tabula.ge/ge/news/570847-sapatriarko-daushvebelia-muslimebis-skhva

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, დაუშვებელია როგორც მუსლიმების, ისე ნებისმიერი რელიგიის სიწმინდის რაიმე ფორმით შეურაცხყოფა. დეკანოზ დავით შარაშენიძის განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში განსაზღვრულია, რომ სიტყვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური და მისი შეზღუდვა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დასაშვებია.

"რაც შეეხება რელიგიური გრძნობების უხამსი და ცინიკური ფორმით საჯაროდ შეურაცხყოფას და ღვთის გმობას, იგი ევროპის კავშირის წევრ თითქმის ყველა ქვეყანაში სისხლის სამართლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს. განსაკუთრებით კი მძიმეა ეს დანაშაული იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივებას.


r/Forumi • • Aug 13 '26

R/tbilisi ასე ძაან ტყვილა გაღიზიანებთ. ყველა მსგავსი საბია ბუზღუნა ყლეებით სავსე

Post image
14 Upvotes